ახალი ამბები
"საბჭოთა რუბლის გამოყენება დანაშაულია" - დამსვენებელი ბაკურიანიდან
ტელეკომპანია "ბორჯომის" მიერ, გამოკითხული დამსვენებლები საბჭოთა რუბლის ბილეთის სახით გამოყენების ფაქტს უარყოფენ.მათი განცხადებით, ბაკურიანში წლებია ისვენებენ, თუმცა საბჭოთა რუბლი არცერთ სალაროში მიუღიათ.მთის კურორტის ვიზიტორები,ამბობენ რომ თუ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა,დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს. ბაკურიანში, ე.წ. "25-იანების" საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო.კერძოდ,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა "თავისუფლების ქარტიის" კომისიამ ინდივიდუალურ მეწარმეს მიმართა, აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება.


Print