ახალი ამბები
რა გახდა თეირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი
ირანში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „უკრაინული სამგზავრო ლაინერის ირანში ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის პრობლემები გახდა და არა ტერორიზმი“, - განაცხადეს საელჩოში.

შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.
Print