საზოგადოება
სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანის" თანამშრომლები მუშაობას გააგრძელებენ

სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანის" თანამშრომლების აქცია მოლაპარაკებით დასრულდა.გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს მენეჯერმა კონკრეტული დაპირებები გააჟღერა,რის შემდეგაც სასტუმროს პერსონალმა მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.დაპირებები ეხებოდა საშტატო პოლიტიკის ცვლილებას.


შეგახსენებთ,რომ დღეს, 6 იანვარს, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. სასტუმროს ეზოში შეკრებილ აქციის მონაწილეებს, გენერალური მენეჯერი შეხვდა და განხილვა სასტუმროს შენობაში გაგრძელდა.

 

Print