ახალი ამბები
წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს
რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს. როგორც რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, სამედიცინო ბრიგადის მისვლისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ 2 კვირაში გახდება ცნობილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print