ახალი ამბები
ბაკურიანში მოსახლეობის ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას ინფორმაციით, ბაკურიანში  წნევის ვარდნის გამო წყალი 80%-ს მიეწოდება.რაც შეეხება  მოსახლეობის 20%-ს,მათი მომარაგება წყლის ავზებითა და სახანძრო მანქანებით ხდება. როგორც ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ხვალ კიდევ ერთ "გეგმას განახორციელებენ"
"ბაკურიანში არც თუ ისე მძიმე მდგომარეობაა, 80% -ს წყალი აქვს, 20 %- ს წყალი შეფერხებით მიეწოდება. წნევის ვარდნებია ხოლმე, ძალიან დაცემულია წნევის მოცულობა, მაგრამ ამაზეც ვმუშაობთ, ხვალ რაღაც გეგმა გვაქვს, რომლითაც მას გავზრდით. ჩვენ არ ველოდებოდით, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ასეთი ვარდნა იქნებოდა და მოხმარება ამრიგად იქნებოდა გაზრდილი. განვახორციელებთ ამ გეგმას, ვიმედოვნებთ რომ წნევებსაც დავიჭერთ, რეზერვუარის დონესაც ავამაღლებთ და იმ 20% -საც მოვუგვარებთ წყლის პრობლემას. დღევანდელ დღეს წყლის ავზებით და სახანძრო მანქანებით ვახორციელებთ მოსახლეობის ავზების შევსებასა და წყლის დარიგებას“ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
Print