საზოგადოება
სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა ბაკურიანში

ზამთრის ტურისტული სეზონის პიკზე კურორტი ბაკურიანი უწყლოდ დარჩა. როგორც სოციალურ ქსელში დამსვენებლები წერენ, ბოლო რამდენიმე დღეა ბაკურიანს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რის გამოც დამსვენებლების ნაწილმა, მათ შორის უცხოელებმა კურორტი უკვე დატოვეს.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით,ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათი განცხადებით,ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის ბაკურიანში წყალი სტაბილურად მიეწოდება.

კომპანიის ცნობით, დაბა ბაკურიანში ზამთრის სეზონზე წყლის გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია, რამაც საახალწლო დღეებში წყლის სტაბილური მიწოდება შეაფერხა.

პრობლემაა გუდაურშიც, ე.წ. „რედკოს დასახელებაში“, სადაც ქსელის დაზიანება ფიქსირდება. წყალმომარაგების კომპანია ხარვეზის გამოსასწორებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

 



 

Print