ახალი ამბები
რა იცვლება მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებზე 2020 წელს
მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანების ტექინსპექტირებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, თუ მძღოლი საჭის გატანას და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ელ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც ჩვეულებრივ გაივლის. თუმცა, აღნიშული პერიოდის შემდგომ, საჭის გადატანა (შესაბამისად, ტექდათვალიერება) აიკრძალება. მსგავსი რეგულაციები ვრცელდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილიდან მარჯვენასაჭიანი რეგისტრირებული ავტომობილები, რომელიც ტექინპექტორებასაც ამავე ვადაში გაივლიან, შემდგომ წლებშიც შეძლებენ ტექდათვალიერებას. თუმცა უკვე 1-ლი აპრილიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან.

„მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის რეგულაცია 2020 წლის 1-ელ აპრილიდან ამოქმედდება. ანუ ის სატრანპორტო საშუალებები, რომელსაც საჭე გადატანილი აქვს ან გადაიტანენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე, დაშვებულია და გაივლიან ტექინპექტირებას. შემდგომ უკვე 2020 წლის 1-ლი აპრილიდან საჭის გადატანა იკრძალება. შესაბამისად, ისინი ვეღარ გაივლიან ტექდათვალიერებას.

რაც შეეხება დასტიკერებულ ფარებს, ესეც 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დაშვებულია. ამის შემდგომ აიკრძალება.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელვანი ცვლილება ეხება თხევად აირზე მომაშავე ავტომობილებს. მათთვის სავალდებულო ხდება, რომ ტექინპექტირებამდე გაიარონ შემოწმება თხევად აირზე და მის გამართულ მუშაობაზე“,- აღნიშნა ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იოდანაშვილმა.
Print