ახალი ამბები
პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა
პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი დღეს გაიხსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. მათი თქმით, ბევრ ადამიანს სურდა ახლობლებთან დღესასწაულზე გადმოსვლა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საახალწლო დღეებში, ღიად დარჩენილი ერთადერთი გადასასვლელი 30 დეკემბერს ჩაკეტეს. მათ ამის მიზეზად უსაფრთხოების გაძლიერება დაასახელეს.
Print