Error
ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიებები ბორჯომში
რამდენიმე საათში, ქვეყანაში, ახალ 2020 წელს იზეიმებენ.საზეიმო განწყობაა დილიდან ბორჯომში,აქ მთელი დღის განმავლობაში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. 12:00  საათიდან 16:00 საათამდე პატარებისთვის მოეწყო სპეციალური გასართობი პროგრამა. თოვლის ბაბუამ მათ საჩუქრები გადასცა.16:00სთ-ზე დაიწყო ბარაბან შოუ და ბერიკების შოუ.
გალა კონცერტი ჯგუფების "ფრანისა და "რეგიონის" მონაწილეობით,ბორჯომის ცენტრში 18:00სთ-ზე დაიწყება.


Print