ახალი ამბები
"ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს" - დიდი ბრიტანეთის ელჩი
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი ტვიტერზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა. „ამ რთულ დროს, ჩემი მხარდაჭერა ექიმ გაფრინდაშვილს და მის ოჯახს. ექიმების გამომწყვდევა, როდესაც ისინი პაციენტებს სჭირდებათ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა, იგი დაუყონებლივ უნდა გაანთავისუფლონ” - წერს ელჩი ტვიტერზე.

შეგახსენებთ,რომ  ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. მისი პირველი ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართა და ექიმი პატიმრობაში დატოვეს. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
Print