ახალი ამბები
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განათლების, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს მოუსმენენ
დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განათლების, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს მოუსმენენ. მიხეილ ჩხენკელი, ნათია თურნავა და ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგებიან. საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს კვლავ ბოიკოტს უცხადებს. „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ბიუროს შესაბამისი განცხადებით მიმართეს, რომ ისინი რიგგარეშე სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ.

პლენარულ სხდომაზე მინისტრების მოსმენის შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, დღეს 2019 წლის საშემოდგომო სესია დაიხურება.
Print