ახალი ამბები
მხუთავი აირის დაგროვების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა
ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაშია მისი 22 წლის ძმაც.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

როგორც  „თბილისი ენერჯიში“ განაცხადეს, ბინა 6 თვის წინ იყო შემოწმებული, რა დროსაც ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებური დაერთების გამო, შეუწყვიტეს.
Print