ახალი ამბები
ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს
ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს, 9 დეკემბერს, ოპოზიციის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმის ახალ კომპონენტებს გაივლიან. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს გუშინ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განუცხადა, "სამოქმედო გეგმაში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მოისმენენ ხელისუფლებისგან შეხვედრაზე". მისივე თქმით, ხელისუფლებას საზოგადოებრივი პროტესტის ეშინია.

"გვექნება ოპოზიციის ფორმატში მორიგი შეხვედრა, სადაც სამოქმედო გეგმის ახალ კომპონენტებს ერთად გავივლით. ახალი თარიღებია. მომავალი კვირის სესია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბიუჯეტი განიხილება და მომავალი კვირის სესიაზე სავარაუდოდ, შეეცდებიან ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, შეეცდებიან მოსამართლეების დამტკიცებას და ცესკო-ს ახალი წევრების დამტკიცებას. ყველაფერი ეს უნდათ რომ მოასწრონ მომავალ კვირაში, რადგან საზოგადოებრივი პროტესტის ეშინიათ. რაც შეეხება დიდ თარიღს, დიდი თარიღი უკავშირდება ეუთო/ოდირ-ისგან დასკვნის ჩამოსვლას", - განაცხადა ვაშაძემ.
Print