ახალი ამბები
მგალობელ-მომღერალთა გუნდმა "მზეშინამ" სოლო კონცერტი გამართა
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, მგალობელ-მომღერალთა გუნდმა "მზეშინამ" სოლო კონცერტი გამართა. ანსამბლი, მსმენელის წინაშე 18 საკონცერტო ნომრით წარსდგა.შესრულდა მაყურებლისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ასევე ახალი სიმღერები.სოლო კონცერტი, ანსამბლისთვის რიგით მეხუთეა.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბორჯომის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
Print