ახალი ამბები
რესპონდეტთა 57%-ის კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე სარგებლობს - IRI-ის კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხის მიხედვით, რესპონდეტთა 57%-ის კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა კახა კალაძე - 49%, მესამეზე - დავით უსუფაშვილი - 47%. დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა. გრიგოლ ვაშაძე - 41%; ალესანდრე ელისაშვილი - 39%; გიორგი გახარია - 39%; შალვა ნათელაშვილი - 39%; გიორგი ვაშაძე - 34%; ნიკა მელია - 34%; ირაკლი ღარიბაშვილი - 33%; ბიძინა ივანიშივლი - 32%; ნინო ბურჯანაძე - 31%; გიგი უგულავა - 31%; მამუკა ხაზარაძე - 29%; ირმა ინაშვილი - 29%; არჩილ თალაკვაძე - 25%; სალომე ზურაბიშვილი - 23%; კახა შარტავა - 19%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 14%; ლევან იოსელიანი - 3%.

IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.
Print