ახალი ამბები
ბორჯომის მაჟორიტარმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირა

პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ,დღეს, მხარი დაუჭირა ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში გედევან ფოფხაძემ. ცვლილებას მხარი არ დაუჭირა ,ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა.ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე კი სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ,რომ პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო.

 

Print