ახალი ამბები
„ქვეყანა არ უნდა ავრიოთ ერთი გადაწყვეტილების გამო“- მამუკა მდინარაძე
რიგგარეშე არჩევნებს კატეგორიულად გამოვრიცხავ! - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის განცხადებით, „ქვეყანა არ უნდა ავრიოთ ერთი გადაწყვეტილების გამო“.

„არანაირი რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება. რაციონალურად უნდა გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ქვეყანა არ უნდა ავრიოთ ერთი გადაწყვეტილების გამო, თუმცა, მესმის, რომ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებაც. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, სადაც უნდა გავიდეთ ღირსეულად და უნდა მივცეთ ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა, რომ ასევე ღირსეულად მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რიგგარეშე არჩევნებს!“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
Print