ახალი ამბები
როგორ ვებრძოლოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას?- გამოკითხვა
აზარტულ თამაშებზე მასშტაბური დამოკიდებულების მთავარი მიზეზი მასზე ხელმისაწვდომობა, ფსიქიკური არამდგრადობა და ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირეა. ლუდომანიის, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა XXI-ე საუკუნის სენია, რომელიც მსოფლიოს საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც. ინტერნეტის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, აზარტული თამაშები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება არასრულწლოვნებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს არასრულწლოვნებისთვის აზარტულ თამაშებს, ამ ნორმის აღსრულება ეფექტურად ვერ ხდება, განსაკუთრებით ონლაინ კაზინოების შემთხვევაში.ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ადგილობრივები აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებით და მათი აზრით,როგორ უნდა ვებრძოლოთ მასზე დამოკიდებულებას.დეტალები ნახეთ გამოკითხვაში.
Print