ახალი ამბები
"ტაძრისის თემს ყურადღება არ ექცევა"- ვიოლეტა ბალახაშვილი
დღეს, გამართულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ,მწვავე კითხვები მოჰყვა ინფრასტრუქტურის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციას 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.კერძოდ საკრებულოში,ტაძრისის თემის დეპუტატმა ვიოლეტა ბალახაშვილმა,კითხვით მიმართა სამსახურის უფროსს გიორგი ყიფიანს,თუ რა მიზეზით არ განხორციელდა მიმდინარე წელს ტაძრისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი,იმ ფონზე როდესაც ბორჯომის სხვა სოფლებში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა. ინფრასტრუქტურის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვიოლეტა ბალახაშვილის კითხვას უპასუხა და ხაზი მწირ ფინანსებს გაუსვა ,თუმცა მისმა პასუხმა,ვიოლეტა ბალახაშვილი ვერ დააკმაყოფილა,მისი განცხადებით ამ საკითხზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.


საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის განცხადებით დეპუტატის მოთხოვნა საფუძვლიანია,თუმცა აუცილებლად არის გასათვალისწინებელი თანხების არასაკმარისი რაოდენობა ბიუჯეტში.



Print