ახალი ამბები
"დიახ,არსებობს აღიარების კომისიით უკმაყოფილო მოქალაქეების ნაწილი"- თეა კიკაძე
საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა, გაწეული მუშაობის შესახებ მერიის იურიდიული სამსახურის ანგარიში მოისმინეს. სამსახურის უფროსი, თეა კიკაძე გასულ სხდომაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებულ მწვავე კითხვებს გამოეხმაურა და საკრებულოს დეპუტატებს მისი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ ესაუბრა.

შეგახსენებთ,რომ 27 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა თედო მელიქიძემ პრეტენზიებით მიმართა კომისიის თავმჯდომარეს. მისი თქმით, მოსახლეობას პასუხი საკუთარ განცხადებაზე გვიან უბრუნდება, უწევთ ლოდინი წლების განმავლობაში, რაც აფერხებს აღნიშნულ პროცედურებს და იწვევს გარკვეულ პრობლემებს.


Print