ახალი ამბები
ახალციხე-ასპინძის გზაზე ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
Print