ახალი ამბები
რას შეცვლის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანა
მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემაში ცვლილებები იგეგმება.კერძოდ, ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და დამტკიცებულ მარშრუტებზე.

ტელეკომპანია "ბორჯომი" დაინტერესდა,როგორია ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.ბორჯომელების უმრავლესობა დაგეგმილ ცვლილებას მიესალმება და აცხადებს,რომ რეფორმა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს.ადგილობრივები ამბობენ,რომ დაზეპირებული ბილეთებით მართვის მოწმობას მოქალაქე არ უნდა იღებდეს.

Print