ახალი ამბები
#ქალაქიხასიათით - ჩაერთე კონკურსში 1 ნოემბრამდე
#ქალაქიხასიათით – ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებით კონკურსს, რომლის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი და მისცეს მას ვიდეოს სახე, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში გამოიყენოს „ბორჯომი“, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და გაუზიაროს მისი ნამუშევარი მეგობრებს. კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია: გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში. კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართება, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“.გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური ნოემბერში გამოავლენს, რომელთა შორისაა, რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV – დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი, ფოტოხელოვანი მარი ნაკანი. გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო ფონდი შეადგენს 10 ათას ლარს, რომელიც სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება.

პროექტის მიზანია, კონკურსანტმა წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, მათივე დახმარებით, ვისთვისაც ესა თუ ის მხარე მშობლიურია, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან.

პროექტის ორგანიზატორი კომპანია „IDS ბორჯომი თბილისია“ და ის დაფუძნებულია „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე – შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!

„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.







Print