ქვაბისხევში 8 ოჯახს მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლები გადაეცა
15:01 / 16.10.2019
ა.ო "მწვანე ბორჯომმა" ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან" ერთად
პროექტის განხორციელება დაიწყო, სახელწოდებით: "ქვაბისხევის ტყეზე
მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვით და
გარემოსდაცვითი კამპანიების წარმოებით".
პროექტის ფარგლებში, ქვაბისხევში 8 ბენეფიციარი ოჯახი შეირჩა და მათ
მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლები გადაეცათ.უახლოეს მომავალში
დაგეგმილია შერჩეული ოჯახებისთვის ენერგოეფექტური ღუმელების
გადაცემა.პროექტი დაფინანსებულია, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის
მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.