ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს

გავრცელებული ინფორმაციით ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს.ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა. თურნავამ თანამდებობა შეინარჩუნა მთავრობის ახალ შემადგენლობაშიც, რომელიც გიორგი გახარიამ დააკომპლექტა.

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო და ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 2013-2018 წლებში თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ის ასევე იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ეკონომიკის პოსტზე რამდენიმე სხვა პირთან ერთად ნინო ჯავახაძის კანდიდატურა განიხილება.აღსანიშნავია, რომ ჯავახაძე 2013 წლიდან ეკონომიკის სამინისტროში საერთაშორისო მოლაპარაკებებს კურორებდა და ამასთან ის გახლდათ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი. 2016 წელს ნინო ჯავახაძე ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. გიორგი გახარიას შსს-ში გადასვლის შემდეგ კი ის შს მინისტრის მოადგილე გახდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ.


 

Print