ახალი ამბები
სარეკლამო SMS შეტყობინებების მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე გაგზავნა იზღუდება
ამის შესახებ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტშია საუბარი. კანონპროექტის ავტორი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, sms შეტყობინებების გაგზავნა მხოლოდ სუბიექტის თანხმობით უნდა მოხდეს.

ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვანი სიახლეები ეხება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას, რაც მათ შორის სარეკლამო sms შეტყობინებებსაც გულისხმობს. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დასაშვები ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.

„დგინდება ვალდებულება, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას მონაცემთა დამმუშავებელმა/უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად და მარტივი ენით განუმარტოს მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების და მისი განხორციელების მექანიზმის/წესის შესახებ.

მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის გათვალისწინებული საშუალება უნდა იყოს მარტივი.

ამასთან, მონაცემთა სუბიექტის უნდა მიეცეს მკაფიო და მარტივად აღსაქმელი მითითება ამ საშუალების გამოყენების შესახებ. დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელებისათვის დაწესებული იქნეს საფასური, ან სხვა შეზღუდვა,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება სანქციებს, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარიდან მცირდება 2000 ლარამდე.
FaceBook Twitter
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი -3 - 8 °C
img
ახალციხე -4 - 6 °C
img
თბილისი -1 - 4 °C
img
ასპინძა -3 - 8 °C
img
ახალქალაქი -7 - 1 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2028
GBP
GBP
1
3.8004
TRY
TRY
1
0.4975
USD
USD
1
2.8896
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.