ახალი ამბები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სია შეირჩა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სია შეარჩია.კანდიდატებს შორისაა ახალციხის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი.

კენჭისყრის შედეგად დაგროვებული ხმების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წინაშე განსახივლელად ნომინირებული იქნებიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია- 11 ხმით; მერაბ გაბინაშვილი- 11 ხმით; შოთა გეწაძე - 11 ხმით; მირანდა ერემაძე - 10 ხმით; მამუკა ვასაძე - 10 ხმით; მაია ვაჩაძე - 11ხმით; თამარ ზამბახიძე- 11 ხმით; შალვა თადუმაძე- 10 ხმით; ზაზა თავაძე- 10 ხმით; ვლადიმერ კაკაბაძე-10 ხმით; ლევან მიქაბერიძე - 10 ხმით; გიორგი მიქაუტაძე- 11 ხმით; პაატა სილაგაძე- 10 ხმით; ნუგზარ სხირტლაძე - 11 ხმით; ლალი ფაფიაშვილი - 11 ხმით; ნინო ქადაგიძე -11 ხმით; ლაშა ქოჩიაშვილი- 10 ხმით; ქეთევან ცინცაძე- 10 ხმით; ალექსანდრე წულაძე- 10 ხმით; გოჩა ჯეირანაშვილი - 10 ხმით - იქნება ნომინირებული პარლამენტში.

აღსანიშნავია,რომ იუსტიციის საბჭოში კენჭისყრის ორი პროცედურა ჩატარდა. უფრო კონკრეტულად, მას შემდეგ,რაც საბჭომ 50 კანდიდატიდან კენჭი 20 კანდიდატს ფარულად უყარა, მონაცემები იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კანონის მიხედვით,ამის შემდეგ საბჭომ კიდევ ერთი კენჭისყრა ჩაატარა, სადაც საბჭოს წევრებმა ფარულად შერჩეულ 20 კანდიდატს უკვე სათითაოდ უყრეს კენჭი, სწორედ იმის გასარკვევად - უნდა წარედგინათ, თუ არა კანდიდატურა საქართველოს პარლამენტისთვის განსახილველად.

კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება მაშინ, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

 

Print