ახალი ამბები
"ქართული პოსტის გაუქმების საკითხი არც კი განიხილება" - ლაშა დარსალია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გაუქმება არც კი განიხილება. ამის შესახებ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს სოფელ ჩორჩანასთან განუცხადა. „ეს არის და ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია, მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ“,- განაცხადა დარსალიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ საზოგადოებას თავისი თვალით ენახა აქ არსებული ვითარება.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ მედიას, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს არსებულ ვითარებაზე.ყველაზე მთავარი ახლა არის სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად მუშაობს ამ დღეებში, შეიძლება ითქვას 24 - საათიან რეჟიმში. მაგალითად, გუშინ დაუყოვნებლივ შევკრიბეთ დიპლომატიური კორპუსი, ასევე შესაბამისი ინსტრუქციები მივეცით შესაბამის საელჩოებს, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ ჩვენს პარტნიორებთნ. შეიძლება ითქვას, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ, ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ კონტაქტზე ჩვენ პარტნიორებთან, რათა მათ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და ერთობლივად დავგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ არ მოხდეს ვითარების შემდგომი ესკალაცია“,- განაცხადა დარსალიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ამოწურულია ულტიმატუმის ვადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს. კერძოდ, საუბარია სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმებაზე.
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 9 - 24 °C
img
ახალციხე 5 - 22 °C
img
თბილისი 10 - 23 °C
img
ასპინძა 7 - 23 °C
img
ახალქალაქი 4 - 20 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
GBP
GBP
1
3.7788
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.