ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის ელჩი ,დღეს, ბორჯომს ესტუმრა
დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი, დღეს ,ბორჯომს ესტუმრა. ელჩმა ,ბორჯომის განვითარების ჯგუფის( LAG) წევრებთან შეხვედრა გამართა და მათ მიზნებსა და ამ დრომდე განხორციელებულ აქტივობებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ,ჯასთინ მაქენზი სმითი "მერსი ქორფსი საქართველოს" ბორჯომში მიმდინარე,სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს ადგილზე გაეცნო.

დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი, 31 გვისტოს, საქართველო-შოტლანდიის რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩს უკავშირდება.პირველად ქართული სპორტის ისტორიაში,საქართველოს,რაგბის პირველი ლიგის,შოტლანდიის ეროვნული ნაკრები ეწვევა.ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, ბორჯომში რაგბის მატჩს დაესწრო. რაგბის ინტერაქტიული ტესტ-მატჩი,  14 წლამდე, ახალგაზრდებს შორის ჩატარდა.

შეგახსენებთ,რომ 31 აგვისტოს საქართველოს და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.


Print