ახალი ამბები
კოსტავას და 9 აპრილის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია
კოსტავას და 9 აპრილის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.ხიდი ამ დრომდე ორჯერ 2015 და 2017 წლებში დაზიანდა,კერძოდ სავალი ნაწილი ჩაინგრა, რის შემდეგაც მისი რეაბილიტაცია მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ხიდი დემონტაჟს ექვემდებარება და აქ გადაადგილება საფრთხის შემცველია.ხიდის რეაბილიტაციის მიზნით ბორჯომის მერიამ ტენდერი გამოაცხადა,რომელიც უკვე დასრულდა.დაგეგმილია ხიდის დემონტაჟი,რის შემდეგაც მისი მოწყობა კაპიტალურად მოხდება.
ხიდის მოწყობის სამუშაოების გამო აქ გადადგილება 3 თვის განმავლობაში შეიზღუდება.როგორც მერიაში აცხადებენ,სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში,დამსვენებელთა ნაკადის შემცირების შემდეგ დაიწყება.

ხიდის მოწყობა 650 000 ლარი დაჯდება.


Print