ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ბორჯომში
დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი ბორჯომში იმყოფება. ელჩი ,დღეს,ბორჯომის განვითარების ჯგუფის( LAG) წევრებს შეხვდა და მათ მიზნებსა და განხორციელებულ აქტივობებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ჯასთინ მაქენზი სმითი "მერსი ქორფსი საქართველოს" მიმდინარე,სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს ეცნობა.დღეს, ასევე დაგეგმილია რაგბის ინტერაქტიული ტესტ-მატჩის ჩატარება 14 წლამდე ახალგაზრდებს შორის.

დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი, 31 გვისტოს, საქართველო-შოტლანდიის რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩს უკავშირდება.პირველად ქართული სპორტის ისტორიაში,საქართველოს,რაგბის პირველი ლიგის,შოტლანდიის ეროვნული ნაკრები ეწვევა.

ბორჯომში,ბრიტანეთის ელჩის ვიზიტის შესახებ სიუჟეტს ტელეკომპანია "ბორჯომი",რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ.თვალი ადევნეთ, ჩვენს ვებ-გვერდს.
Print