ახალი ამბები
განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის წიგნები და რვეულები შეიძინა
2019-2020 სასწავლო წლისთვის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 3 199 310 წიგნი და რვეული შეიძინა. საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ტრადიციულად, წელსაც დარიგდება. ხელშეკრულების თანახმად, სკოლებს სახელმძღვანელოები მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე მიეწოდებათ.

მათივე ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლის ყველა მეშვიდე კლასელი მოსწავლე მიიღებს ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს.

ამასთან, მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო და კერძო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეებს „დედა ენის“ სახელმძღვანელოები გადაეცემათ.
Print