ახალი ამბები
"ბორჯომობის" დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდა (R)
"ბორჯომობის" დღესასწაულის დასკვნითი ეტაპი ქალაქის საპატიო მოქალაქეების გამოვლენა და დაჯილდოვება,მოგვიანებით კი გალა კონცერტი იყო.საპატიო ბორჯომელების წოდება ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისათის თამარ ლიჩელსა და შალვა გოგოლაძეს მიენიჭათ.საპატიო მოქალაქეებს სიგელები და სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ. გალა-კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები იღებდნენ.სადღესასწაულო განწყობა მაყურებლებს: დავით გომართელმა,ანსამბლმა "ოქტავამ",გიგი ადამაშვილმა,მარიკა თხელიძემ,ნინი ქარსელაძემ,ზვიად ბოლქვაძემ,აჩიკო ნიჟარაძემ და ჯგუფმა "ნიუტონმა" შეუქმნეს.

მიუხედავად წვიმიანი ამინდისა გალა კონცერტს უამრავი მაყურებელი დაესწრო,როგორც ადგილობრივები ასევე ქალაქის სტუმრები ერთად ზეიმობდნენ "ბორჯომობის" დღესასწაულს.


გალა-კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.


Print