ახალი ამბები
აშშ „მწვანე ბარათის“ მიღების შესაძლებლობას ართულებს
აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის ვიზის გაგრძელებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათის") მიღების პირობები მკაცრდება - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი კანონი, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შევა და რომლის თანახმადაც, იმ აპლიკანტებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოსგან გარკვეული სახის სოციალურ შეღავათებს იღებენ, როგორიცაა მაგალითაც საკვებითა და საცხოვრებელი ფართით დახმარება, ქვეყნის მთავრობამ შესაძლოა ვიზის გაგრძელებაზე ან მწვანე ბარათის მიღებაზე უარი უთხრას.

ახალი, კანონი, რომელიც Public charge rule-ის სახელითაა ცნობილი, Federal Register-ში გამოქვეყნდა. შენიშვნებში აღნიშნულია, რომ ცვლილება იმიგრანტებს უფრო „დამოუკიდებელს“ გახდის, ისინი „საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საზოგადოებრივ რესურსებზე კი აღარ იქნებიან დამოკიდებული, არამედ საკუთარ შესაძლებლებებს, ოჯახის რესურებს, სპონსორებს და კერძო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან.“

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში 22 მილიონი ლეგალური მიგრანტი ცხოვრობს, რომლებსაც აშშ-ის მოაქალაქეობა არ გააჩნიათ.

სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის სამიზნე დაბალი შემოსავლის მქონე იმიგრანტები არიან. რეგულაციის ძალაში შესვლის აღკვეთის მიზნით, ეროვნული იმიგრაციის კანონის ცენტრი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 9 - 24 °C
img
ახალციხე 5 - 22 °C
img
თბილისი 10 - 23 °C
img
ასპინძა 7 - 23 °C
img
ახალქალაქი 4 - 20 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
GBP
GBP
1
3.7788
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.