საზოგადოება
ბაკურიანში,ბეატლონის ტრასასთან, ტერიტორია ისევ დაბინძურებულია
აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი ტელეკომპანია "ბორჯომმა" მიმდინარე კვირაში მოამზადა.სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტო მოგვაწოდა ,სადაც კარგად ჩანს დაბა ბაკურიანში სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია,რომელიც ბეატლონის ტრასასთან ახლოს მდებარეობს. გადამღები ჯგუფი , დაინტერესდა ვის ეხება აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა ნარჩენებისგან.ბორჯომის მერიის დასუფთავების სამსახურში განაცხადეს,რომ ეს მათი ვალდებულება არ არის,რაც შეეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს,უწყებაში ამბობენ,რომ ტერიტორია მერიამ უნდა გაწმინდოს.

როგორც სიუჟეტიდან გაირკვა,მიტოვებული ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს,შესაბამისად ტერიტორია კვლავ დაბინძურებული დარჩა,გთავაზობთ ფოტო-კოლაჟს:












იხილეთ, ამავე თემაზე მომზადებული სიუჟეტი:



Print