ახალი ამბები
მოსახლეობის პროტესტი ყვიბისში - "ქარხანამ სკვერისკენ მიმავალი გზა გადაგვიკეტა"
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ბორჯომის საკრებულოს დეპუტატის, ბაკურ გელაშვილის პოსტი გავრცელდა,სადაც იგი აცხადებდა,რომ ბორჯომის ნომერ მეორე ჩამომსხმელმა ქარხანამ ყვიბისში მცხოვრებ ადგილობრივებს სოფლის ერთადერთი დასასვენებელი ადგილისკენ მიმავალი გზა დაუკეტა.საუბარია ტყეში არსებულ ამ ზონაზე ,რომელსაც ადგილობრივები სკვერს უწოდებენ და აქ ყვიბისელების მიერ საკუთარი ხელით შექმნილი სავარჯიშო ინვენტარი და ხის სკამებია განთავსებული.ე,წ სკვერით მთელი სოფელი აქტიურად სარგებლობს,თუმცა დსასვენებელ ადგილზე,მოსახვედრად ქარხნის კერძო ტერიტორიის გავლაა საჭირო,სადაც რამდენიმე დღეა გადადგილება შეიზღუდა.


დასასვენებელ ადგილამდე მისასვლელი გზის შეზღუდვას მთელი სოფელი აპროტესტებს.აცხდებენ,რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც როგორც ახალგაზრდები ასევე ხანდაზმული ადამიანები მიდიან და დროს ჯანსაღ გარემოში ატარებენ.


ტელეკომპანია "ბორჯომი" , კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს" დაუკავშირდა,მათი განცხადებით ეს კერძო ტერიტორიაა და გზა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა,ვინაიდან ქარხნის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს,შეიქმნა საფრთხე ადგილობრივებისათვის.კომპანიაში ამბობენ რომ ,ადგილობრივ მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე შეხვდნენ და ვითარება განუმარტეს.ქარხნის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ადასტურებს ბაკურ გელაშვილიც,ამბობს,რომ შეხვედრაზე შეთანხმებას მიაღწიეს და ქარხანა ადგილობრივებს ალტერნატიული გზის მოწყობას დაჰპირდა.


ყვიბისში იმედოვნებენ,რომ დაპირებისამებრ დასასვენებელ ადგილამდე მისასვლელი ალტერნატიული გზა უახლოეს მომავალში მოეწყობა.



Print