ახალი ამბები
ივლისში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტები 14 %-ით შემცირდა
ივლისში რუსეთიდან ვიზიტორების 6.4%-იანი კლება გვაქვს, ტურისტული ვიზიტები 14%-ითაა შემცირებული- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „შექმნილი ვითარების მიუხედავად, ჩანს, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ვიზიტის სურვილი აქვთ“.

"ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები 4.5%-ით, ხოლო ტურისტულ ვიზიტებში 1%-იანი ზრდაა. ველოდით, რომ ეს თვე რეკორდული იქნებოდა და ტურისტული ვიზიტები ორნიშნა რიცხვით გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ეს ვერ მოხერხდა და ვეცადეთ, რომ შესაძლო ზარალი მინიმუმამდე დაგვეყვანა და შემცირების მიუხედავად პოზიტიურ ზრდის ტემპს ვინარჩუნებთ.

ივლისის თვეში ვნახეთ, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, რუს ტურისტებს საქართველოში ვიზიტის სურვილი აქვთ. გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო გზით და ასევე იყენებენ სატრანზიტო გზებს," -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
Print