ახალი ამბები
სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია ბაკურიანში
ტელეკომპანია „ბორჯომს“ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტო მიაწოდა ,სადაც კარგად ჩანს დაბა ბაკურიანში სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია,რომელიც ბეატლონის ტრასასთან ახლოს მდებარეობს. გადამღები ჯგუფი , დაინტერესდა ვის ეხება აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა ნარჩენებისგან.ბორჯომის მერიის დასუფთავების სამსახურში განაცხადეს,რომ ეს მათი ვალდებულება არ არის,რაც შეეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს,უწყებაში ამბობენ,რომ ტერიტორია მერიამ უნდა გაწმინდოს.

ურთიერთბრალდებები და აქტიური საკურორტო სეზონის დროს დაბინძურებული ტერიტორია ბაკურიანში,დეტალები ნახეთ ტელეკომპანია „ბორჯომის“  სიუჟეტში.
Print