ახალი ამბები
ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილები ბორჯომში
ბორჯომში, ჩამოსული ტურისტები ამომწრავ ინფორმაციას ქალაქსა და რეგიონში არსებული ღირსშესანიშნავი ადგილებისა და სხვადასხვა მომსახურების შესახებ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში იღებენ. როგორც ცენტრში განაცხადეს დამსვენებლებისთვის ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციები:  ბორჯომის ცენტრალური პარკი,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და გოგირდის აბანოებია.ცენტრის სტატისტიკით, წელს, გასულ წლებთან შედარებით ბორჯომში უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაზრდილია.


ტურიზმის ცენტრში აცხადებენ,რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთიდან ტურისტების რაოდენობამ იკლო.

ტურიზმის სინფორმაციო ცენტრი, ბორჯომში 2005 წლიდან არსებობს.როგორც ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ,ცენტრის არსებობა უმნიშვნელოვანესია როგორც ტურისტებისთვის ასევე კერძო სექტორისთვის.ცენტრში საინფორმაციო დაფაა განთავსებული ,სადაც საკუთარი სერვისის ტურისტებისთვის შეთავაზება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.წელს, ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა რის შემდეგაც იგი ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.


ტურისზმის საინფორმაციო ცენტრი მთელი კვირის განმავლობაში, დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე ფუნქციონირებს.


Print