ახალი ამბები
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამის ველში პირადი ნომრისა და საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანით შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ უნარების გამოცდით დაიწყო.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, ეროვნული გამოცდების შედეგები მომდევნო კვირის ბოლომდე სრულად გამოქვეყნდება.
Print