ახალი ამბები
საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა
საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა. თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. ფერმერები ამბობენ, რომ ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან სულ ექსპორტზე 127 139 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, აქედან 79 250 სულის ექსპორტი აზერბაიჯანში, ხოლო 47 889 სულის ექსპორტი ერაყში განხორციელდა.
Print