სილამაზის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ხვალ აღდგება
ბორჯომში სილამაზის ხიდის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.გამოიცვალა დაზიანებული ფეხით სავალი ნაწილი,ხიდი შეიღება და განათდა.ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდზე სამანქანო გზის მოასფალტება,რის გამოც ავტომანქანების გადაადგილება 27 ივლისამდე შეიზღუდა.ხვალ სილამაზის ხიდის სამანქანო ნაწილში მოძრაობა აღდგება.

სილამაზის ხიდის რეაბილიტაცია, ბორჯომის მერიას 45 000 ლარამდე დაუჯდა.
Print