Error
ახალი ამბები
ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სკვერის მოწყობას ითხოვს
ბორჯომში,ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივები სკვერის მოწყობას ითხოვენ.მათი განცხადებით ტერიტორია,სადაც დასასვენებელი სივრცის განთავსება სურთ,ამ ეტაპზე დაბინძურებულია.ადგილობრივები ამბობენ,რომ აქ უამრავი ქვეწარმავალია და ბავშვებისთვის გადადგილება საფრთხის შემცველია.სკვერის მოწყობასთან ერთად ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებლები მიმდებარედ არსებული ავარიული შენობის გამაგრებას ან უარეს შემთხვევაში დემონტაჟს ითხოვენ. სკვერის მოწყობას აქტიურად ითხოვენ აქ მცხოვრები ახალგაზრდებიც,ისინი ბორჯომის მერიას თხოვნით მიმართავენ,რომ ეს ადგილი დასუფთავდეს და აქ მათთვის გასართობი სივრცე შეიქმნას.

ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე განმარტავს,რომ სკვერთან დაკავშირებული მოთხოვნა მერიისთვის ცნობილია .ბუბა ბერიძე, მოსახლეობას პირდება,რომ დასასვენებელი სივრცე ნიკოლაძის ქუჩაზე ,მიმდინარე წლის განმავლობაში მოეწყობა.



Print