ახალი ამბები
"საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი" - მამუკა ხაზარაძე
მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ განცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, გრძელდება ორკესტირებული შეტევა, რომელიც არა მხოლოდ, „თიბისი ბანკის“ ინევესტორებს აყენებს ზიანს, ასევე ქვეყნის საინვესტიციო კლიმატსაც აზარალებს.

„არ შევუდგები ახლა ბრალეულობაზე კომენტარების გაკეთებას, ეს ადვოკატების საქმეა და გასაგებია, რომ ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია. თქვენ გახსოვთ, მე ორკესტირებული შეტევა დავარქვი და ეს არის გააგრძელება ამ ორკესტრის, ძალიან ცუდი დირიჟორები ჰყავს და ძალიან ცუდი მუსიკოსები. დღევანდელი ბრიფინგი წინა ორი ბრიფინგის გამეორებაა, რომლებმაც იანვარ-თებერვალში გამოიწვია ლონდონში ჩვენი აქციონერების 200 მილიონით დაზარალება, დღევანდელი ბრიფინგით მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს აქ 5 წუთით მოვსულიყავით, რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის 8%-ით დააგდეს „თიბისი ბანკის“ აქციები და რამდენიმე ათეული მილიონით დააზარალეს ჩვენი ინვესტორები. ესაა პირდაპირი, მიზანმიმართული ქმედება“-აცხადებს ხაზარაძე.
Print