ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე - არავის ეგონოს, რომ გამაჩერებს

არავის ეგონოს, რომ გამაჩერებს, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.


მისივე თქმით, გააგრძელებენ მოძრაობას, რომ ქვეყანა გახდეს ძლიერი.

"მე მოვედი და მოვალ რამდენჯერაც დამიბარებენ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, ელემენტარულად, რადგან ვარ მართალი, როგორც 12 წლის წინანდელ, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში და მინდა ყველას ვუთხრა, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ და ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი და ის უნდა გახდეს ძლიერი, ევროპული ორიენტაციის" - განაცხადა ხაზარაძემ

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ დააკავებენ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად არის და არავის ეშინია.

"მე არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია სამწუხაროდ. რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, რომელიც არ არის ორიენტირებუყლი ხვალინდელ დღეზე და ორიენტირებულია ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და მსგავს რაღაცებზეა აწყობილი პოლიტიკა, ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ. მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დაგვეწყოს. გუშინ ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ ერთი ქართველი დაიბადა, ჩემი შვილიშვილი -სახელად ალექსანდრე. უცხოეთში ვიყავი. გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა" - განაცხადა ხაზარაძემ.

 

Print