Error
ახალი ამბები
თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი წესი
2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ქეშით გადახდა აიკრძალება.
"იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. ქეშით მგაზვრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“- განაცხადა „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა ეთერ აბესაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერია გეგმავს ტურისტებმა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხადონ. ამ დროისთვის საზოგადოებრვ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა „საქართველოს ბანკის“, „ვითიბი ბანკის“ და ბანკი „ქართუს“ ბარათებითაც არის შესაძლებელი. სისტემაში ჩართვას „თიბისი ბანკიც“ გეგმავს.
Print