ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 24 ივლისს კი, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება. პირველი ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდება. 2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

ქვეყნის მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.
Print