ახალი ამბები
პროექტის "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" შემაჯამებელი შეხვედრა
ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა" პროექტის "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.შეხვედრას, პროექტის მართვის გუნდი,სამოქალაქო ჩართულობის საბჭოს წევრები და ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია ესწრებოდნენ.შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებული სამუშაოები და იმსჯელეს მიღწეულ შედეგებზე.

შეგახსენებთ,რომ პროექტის ფარგლებში, ,დიალოგი ხალხსა და ხელისუფლებას შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა თემში გაიმართა.

პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.


Print