ახალი ამბები
ახალი ვალდებულება სამშენებლო სექტორს
მთავრობის 10 ივლისის დადგენილებით, სამშენებლო დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შედეგად, პირს ახალი სამშენებლო ნებართვის აღება დასჭირდება. კერძოდ, დადგენილების მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, დაუშვებელია. შესაბამისად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა ახლიდან იქნება დასაწყები.

„განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების ცვლილებით დამკვეთს ერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით“-აღნიშნულია დადგენილებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
Print