ახალი ამბები
ბორჯომში სატყეო სააგენტოს ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა „ნაკრესმა“ პროექტის ,,ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში’’ ფარგლებში,ტყის მრავალფუნქციურ გამოყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.შეხვედრას,ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები და ბორჯომში მოქმედი მცირე ტურისტული ბიზნესების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარებით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.მათი განცხადებით ეკოტურიზმის განვითარება საკურორტო ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ,,ნაკრესი’’ პროექტს ახორციელებს ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში. რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.


 


Print